ვაშლევის ამაღლების ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევში. აგებულია XIX საუკუნეში.
ვაშლევის ნაეკლესიარი მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე. ეკლესია მაცხოვრის ამაღლების სახელობის ყოფილა და ჯერ 1821, ხოლო შემდეგ 1849 წელს განმეორებით უკურთხებიათ. გარშემო დაფიქსირებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნის წარწერიანი საფლავის ქვები. ნაეკლესიარზე ამჟამად ცარიელი სივრცეა. კულტურული ფენა ან ძველი ნაგებობის ნაშთები არ იძებნება.
რესურსები ინტერნეტში
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39254