ვასილ ქურდოვანიძე (დ. 1 სექტემბერი, 1908, ქარელი — გ. 9 ნოემბერი, 1982) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1959). საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწე (1967). სკკპ წევრი 1940 წლიდან.
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1941-1948 წლებში დივიზიის წამყვანი ქირურგი იყო. 1958-1980 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრას, 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის კონსულტანტი, შეისწავლა მსხვილი ნაწლავისა და შუასაყრის ორგანოების ქირურგიული ანატომიის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიური და ქირურგიული მკურნალობის საკითხები, გულის ვასკულარიზაცია და სხვა. დაჯილდოებული იყო სამამულო ომის II ხარისხის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში