1909 წლიდან იყო ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის საზოგადოება "პროსვიტას" წევრი. 1913 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მოგვიანებით კიევის სამედიცინო ინსტიტუტში იყო ასისტენტი და დოქტორი, ხოლო შემდეგ — პროფესორი (1924 წლიდან), კიევის სახალხო განათლების ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის (1924-1929 წწ.) და მელიტოპოლის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტების (1939-1941 წწ.) პროფესორი, ამავდროულად იგი გახლდათ კიევის ინსტიტუტებში (უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, ტუბერკულოზის ინსტიტუტი და სხვა) ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის რიგი კვლევითი განყოფილებების თანამშრომელი და ხელმძღვანელი.
1918 წლის 27 მარტს იგი აირჩიეს კიევის საქალაქო უკრაინის საბჭოს ხელმძღვანელად.
1921 წელს გახლდათ კიევისპედოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი კათედრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თავდაპირველად იგი ხელმძღვანელობდა ბავშვთა ფიზიოლოგიისა და ჰიგიენის განყოფილებას, იყო განყოფილების მდივანი. 1925 წლიდან ქვეგანყოფილება გადაკეთდა ბავშვთა ფიზიოლოგიის განყოფილებად და რეფლექსოლოგიის ქვეგანყოფილებად.
ვალენტინა რაძიმოვსკაია კიევში ცხოვრობდა ოლესია გონჩარის ქუჩაზე № 30- სახლში.
1929-1930 წლებში დააპატიმრეს „უკრაინის განთავისუფლების კავშირის“ საქმეზე, რის შემდეგაც იგი რეპრესირებულ იქნა. 1941-1943 წლებში იყო კიევისუკრაინისტუბერკულოზის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტისა და ლვოვის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. 1945 წელს იგი გაემგზავრა გერმანიაში, სადაც აირჩიეს მიუნხენის საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბავარია) პროფესორად და ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად, მოგვიანებით —-უკრაინის ტექნიკური ეკონომიკური ინსტიტუტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე.
ვალენტინა რაძიმოვსკაიამ და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ ძვლის ტუბერკულოზით დაავადებულთა სისხლში ფოსფორის რაოდენობა მცირდება. მათ ასევე დაადგინეს, რომ ასეთ პაციენტებში ჰელიოთერაპიის განმეორებითი სესიები გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურაზე.
«Лікарський Вісник». — Рік XXXIV, ч. 1(115), Зима 1987.- გვ.48 (უკრ.)
Ярослав Ганіткевич. Радзимовська Валентина Василівна. Львівський національний медичний університет (უკრ.)
Дмитро Донцов. Пам’яті В. В. Радзимовської (Надруковано у виданні:Донцов Д.Вибрані твори у 10-ти ტ.10: Вибрані твори / Упоряд., ред., автор передм. О.Баган. — Дрогобич-Львів: ВФ"Відродження", 2016) (უკრ.)