ვალერი (ვაკო) ყაზაიშვილი (დ. 29 იანვარი, 1993, ოზურგეთი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ულსან ჰიუნდაის“ შემტევი ნახევარმცველი.
საკლუბო კარიერა
რუსთავის „მეტალურგი“
ვაკო ყაზაიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა 2010 წელს რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 9 მაისს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ვიტ ჯორჯია“ და რუსთავის „მეტალურგი“ დაუპირისპირდნენ, ფოლადის სტადიონზე გაიმართა და „ვიტ ჯორჯიას“ გამარჯვებით 2–0 დამთავრდა.[1] ვაკო მოედანზე შეხვედრის 63-ე წუთზე პავლე დათუნაიშვილის ნაცვლად შევიდა.
რუსთავის „მეტალურგის“ ძირითად შემადგენლობაში ვაკომ სულ ცხრაჯერ ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო, აქედან ერთხელ სასტარტოში დაიწყო თამაში, ხოლო რვაჯერ შეცვლაზე შემოვიდა და მოედანზე საერთო ჯამში 248 წუთი გაატარა. მისი მონაწილეობით გამართული ცხრა შეხვედრიდან რუსთაველებმა ექვსი მოიგეს, ორი დათმეს და ერთიც ფრედ დაამთავრეს.
მიღწევები
საკლუბო
- ლეგია ვარშავა
- ულსან ჰიუნდაი
ინდივიდუალური
- MLS Fair Play ჯილდო: 2018
- K ლიგა 1-ის საუკეთესო თერთმეტეული: 2021[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო