ესპანელები — ხალხი, ესპანეთის ძირითადი მოსახლენი (27,6 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე საფრანგეთში 500 ათ., არგენტინაში 400 ათ., აშშ-ში 200 ათ., ბრაზილიაში 200 ათ.. ანთროპოლოგიურად მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ინდო-მედიტერანულ შტოს. ესპანელი ეთნოსი ჩამოყალიბდა იბერების ტომებისაგან, რომელთაც შეერია მოსული კელტური და გერმანული ტომები.
ესპანეთს შიგნით რამდენიმე რეგიონის მოსახლეობა რომლებიც საუბრობენ განსხვავებულ რომანულ ენებზე (კასტილიელები, კატალონიელები, ვალენსიელები, ბალეარელები), ასევე არა ინდოევროპულ ენებზე (ბასკები) და ძველ გალისიურ-პოტუგალიურზე (გალისიელები).
კულტურული პლურალიზმის პატივისცემა მნიშვნელოვანია ესპანელებისათვის. ზოგიერთ ადგილას ძლიერია რეგიონული იდენტობის შეგრძნება (ასტურიელები, არაგონელები, კანარიელები, ანდალუსიელები, ლეონესიელები), ხოლო ზოგიერთ მხარეში ნაციონალური გრძნობები იმდენად ძლიერია, რომ ისინი თავს ესპანელებად არ მიიჩნევენ (კატალონია, ბასკეთი, გალისია).
ესპანეთში სასაუბრო ენების პროცენტული წილები დაახლოებით შემდეგნაირად ნაწილდება: ესპანური (castellano ან español)- 74%; კატალანური (català)- 17%; გალისიური (galego)- 7% და ბასკური (euskara).[1] სხვა უფრო მცირე ენებია: ასტურიული (asturianu), არანიული (aranés), არაგონული (aragonés) და ლეონსიური. თითოეულს აქვს კიდევ რამდენიმე დიალექტი. ესპანეთის ოფიციალური ენა არის ესპანური, ხოლო დანარჩენ ენებს აქვთ ოფიციალური სტატუსი მხოლოდ რამდენიმე რეგიონში.
ლიტერატურა
Castro, Americo. Willard F. King and Selma Margaretten, trans. The Spaniards: An Introduction to Their History. Berkeley, California: University of California Press, 1980. ISBN 0-520-04177-1.
Chapman, Robert. Emerging Complexity: The Later Pre-History of South-East Spain, Iberia, and the West Mediterranean. Cambridge: Cambridge University Press, 1990. ISBN 0-521-23207-4.
Goodwin, Godfrey. Islamic Spain. San Francisco: Chronicle Books, 1990. ISBN 0-87701-692-5.
Harrison, Richard. Spain at the Dawn of History: Iberians, Phoenicians, and Greeks. New York: Thames & Hudson, 1988. ISBN 0-500-02111-2.
James, Edward (ed.). Visigothic Spain: New Approaches. Oxford: Clarendon Press, 1980. ISBN 0-19-822543-1.
Thomas, Hugh. The Slave Trade: The History of the Atlantic Slave Trade 1440–1870. London: Picador, 1997. ISBN 0-330-35437-X.