ესპანეთის მეორე რესპუბლიკა (ესპ. La Segunda República Española, ოფიციალური სახელწოდება: ესპ. La República Española) (1931—1939) — უკიდურესად არასტაბილური პერიოდი ესპანეთის ისტორიაში, ალფონსო XIII-ის განდევნისა და ფრანსისკო ფრანკოს სამხედრო დიქტატურის ტრიუმფს შორის. პირველი რესპუბლიკა არსებობდა 1873-1874 წლებში.
დროებითი მთავრობა (აპრილი-ოქტომბერი 1931)
რევოლუციის შედეგად დაემხო ალფონსო XIII და ხელისუფლების სათავეში მოვიდა დროებითი მთავრობა. 9 დეკემბერს დამტკიცებული რესპუბლიკური კონსტიტუციის მიხედვით გამოცხადდა სიტყვის თავისუფლება, ერთმანეთისგან გაიყო სახელმწიფო და ეკლესია, საარჩევნო უფლება მიეცათ ქალებს. თავადაზნაურობას ჩამოერთვა ყველა პრივილეგია. უმაღლესი ხელისუფლება გადავიდა დეპუტატთა კონგრესის (ესპ. Congreso de los Diputados) ხელში.
რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ასევე შეიცვალა სახელმწიფო სიმბოლოები. რიეგოს ჰიმნი გახდა სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო ახალი სახელმწიფო დროშა შედგებოდა სამი ჰორიზონტალური: წითელი, ყვითელი და იისფერი ზოლისაგან.
ახალი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ნისეტო ალკალა სამორა.
მემარცხენე რესპუბლიკელები და სოციალისტები (ოქტომბერი 1931 - ნოემბერი 1933)
კონსერვატიული მთავრობა (ნოემბერი 1933 - თებერვალი 1936)
აჯანყება ასტურიაში
არჩევნები 1936
სამოქალაქო ომი
დასასრული
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში