ერნსტ კურთი

ერნსტ კურთი (დ. 1 ივნისი, 1886, ვენა — გ. 2 აგვისტო, 1946, ბერნი) — შვეიცარიელი მუსიკათმცოდნე. სწავლობდა გუიდო ადლერთან ერთად. 1912 წლიდან ასწავლიდა ბერნის უნივერსიტეტში (1920 წლიდან პროფესორი). სახელი გაითქვა წიგნით „ლინეარული კონტრაპუნქტის საფუძვლები“ (1917). სხვა ცნობილი თხზულებები: «რომანტიკული ჰარმონია და მისი კრიზისი ვაგნერის „ტრისტანში“» (1920), მონოგრაფია ა. ბრუკნერზე, „მუსიკალური ფსიქოლოგია“ (1931) და სხვა. კურთის შრომებში იგრძნობა ა. შოპენჰაუერის ფილოსოფიის გავლენა.

ლიტერატურა