ერედია (ესპ. Heredia) — პროვინცია კოსტა-რიკაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო–ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს როგორს სასოფლო-სამეურნეო არეალებს, ისე აგლომერაციებს. ასევე, პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს გარემოსთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი არეალი, მათ შორის კარილიოს ეროვნული პარკი და მდინარე სარაპიკი. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, აღმოსავლეთით — ლიმონის პროვინცია, სამხრეთით და აღმოსავლეთით კი სან-ხოსესა და ალახუელის პროვინციები. დედაქალაქია ერედია. ფართობი 2 657 კმ²–ია,[1] მოსახლეობა 433 677 ადამიანი (2011 წ).[2]
ერედიის პროვინცია შედგება 10 ადმინისტრაციული კანტონისაგან.
გალერეა
-
ციხესიმაგრე ქალაქ ერედიაში
-
ბარვის ვულკანის კრატერი
-
სან-რაფაელის კანტონის ტაძარი
-
ციხესიმაგრე ბარვის კანტონში
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო