ენტრე-რიოსი (ესპ.Provincia del Entre Ríos) — არგენტინისპროვინცია, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – პარანა. პროვინციის მოსახლეობა – 1 158 147 კაცი (2001). ფართობი – 78 781 კმ². პროვინცია მოიცავს 17 დეპარტამენტს და 266 მუნიციპალიტეტს.
პროვინცია მდებარეობს გეოგრაფიულ არეალში, რომელსაც არგენტინის მესოპოტამიას უწოდებენ და მოქცეულია მდინარეებსპარანასა და ურუგვაის შორის, რის გამოც პროვინციამ მიიღო სახელწოდება (Entre Ríos ქართულად ითარგმნება, როგორც „მდინარეთა შორის“).