ემანუელ სენიე (ფრანგ. Emmanuelle Seigner; დ. 22 ივნისი, 1966, პარიზი) — ფრანგი კინომსახიობი, მოდელი და მომღერალი. ცნობილი ფრანგი მსახიობის ლუის სანიეს შვილიშვილი, მსახიობ მატილდა სენიეს ალალი და და ცნობილი პოლონელი კინორეჟისორის რომან პოლანსკის მეუღლეა. ემანუელ სენიე ორჯერ იყო ნომინირებული სეზარის პრემიაზე.
ბიოგრაფია
ემანუელ სენიე დაიბადა ცნობილი ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის ოჯახში. 14 წლიდან დაიწყო სამოდელო კარიერა და სულ მალე, საკუთარი გარეგნობის ხარჯზე მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. მისი ფოტოსურათები მრავალი ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა. სენიეს დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს ფილმში „მედუზების წელი“. 1985 წელს ჟან-ლუკ გოდარმა სენიე გადაიღო ფილმში „დეტექტივი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯონი ჰოლიდეიმ და ნატალი ბაიმ.
1988 წელს რომან პოლანსკიმ გადაიღო ცნობილი დეტექტიური თრილერი „მოუთვინიერებელი“, სადაც მთავარი როლი ჰარისონ ფორდმა შეასრულა. ამ ფილმში ეპიზოდში თამაში ხვდა წილად ემანუელ სენიესაც. 1992 წელს პოლანსკიმ ისევ გადაიღო თავის ფილმში სენიე, ამჯერად ფილმში „სასტიკი მთვარე“. მნიშვნელოვანი იყო ასევე მისტიკური ფილმი „მეცხრე კარიბჭე“, სადაც მთავარი როლი ჯონი დეპმა (დინ კორსო) შეასრულა. სენიე საკუთარ ამპლუას არ ღალატობს და ასრულებს იდუმალებით მოცული ქალის როლს, რომელიც ფილმის მთავარი გმირის (დინ კორსოს) თანამგზავრია. ფილმი მეტად ცნობილი გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2007 წელს ითამაშა ფილმებში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ და „სკაფანდრი და პეპელა“, ხოლო 2010 წელს ფილმში „გარდაუვალი მკვლელობა“.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში