ელისაბედ ფონ არნიმი
ელისაბედ ფონ არნიმი (ინგლ. Elizabeth Von Arnim; დ. 31 აგვისტო, 1866 – გ. 9 თებერვალი, 1941) — ინგლისელი რომანისტი, დაიბადა ავსტრალიაში. მისი პირველი ნამუშევრები შექმნილია გერმანიაში. პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მას სამწლიანი რომანი ჰქონდა მწერალ ჰერბერტი უელსთან, შემდეგ კი დაქორწინდა ფრენკ რასელზე, ნობელის პრემიის ლაურეატსა და ფილოსოფოს ბერტრან რასელის ძმაზე. ის იყო ახალ ზელანდიაში დაბადებული მწერლის ქეთრინ მენსფილდის ბიძაშვილი. მან 1917 წელს გამოცემული რომანისთვის, კრისტინე გამოიყენა ფსევდონიმი - ელის ქოლმონდი. ბიოგრაფიაადრეული ცხოვრებადაიბადა 1866 წლის 31 აგვისტოს, სიდნეიში, ავსტრალიაში, ჰენრი ჰერონ ბოშამპის (1825–1907), მდიდარი გემების ვაჭრისა და ელისაბედ (მეტსახელად ლუი) ვაის ლასეტერის (1836–1919) ოჯახში. მას ოჯახი მეის ეძახდა. ჰყავდა ოთხი და-ძმა. მისი ერთ-ერთი ბიძაშვილი იყო ახალ ზელანდიაში დაბადებული ქეთრინ მენსფილდი. როდესაც ის სამი წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, ისინი ლონდონში ცხოვრობდნენ, თუმცა რამდენიმე წელი შვეიცარიაში გაატარეს.[11] ის სწავლობდა მუსიკის სამეფო კოლეჯში, ძირითადად სწავლობდა ორგანს.[12] პირადი ცხოვრება1891 წლის 21 თებერვალს, ლონდონში ელისაბედი დაქორწინდა დაქვრივებულ გერმანელ არისტოკრატ გრაფ ჰენინგ აუგუსტ ვონ არნიმ-შლაგენტინზე, (1851–1910) რომელსაც იგი შეხვდა იტალიაში მამასთან ერთად მოგზაურობის დროს.[13] ჰენინგი იყო საფრანგეთში გერმანიის ყოფილი ელჩის გარდაცვლილი გრაფ ჰარი ფონ არნიმის უფროსი ვაჟი. თავდაპირველად ბერლინში ცხოვრობდნენ, ხოლო 1896 წელს გადავიდნენ იმდროინდელ ნასენჰეიდში, პომერანიაში. 1899 წელს ჰენინგ ფონ არნიმი დააპატიმრეს თაღლითობისთვის, მაგრამ მოგვიანებით გაამართლეს.[14] წყვილს ოთხი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავდა. ბავშვების მასწავლებელთა შორის იყო ე. მ. ფოსტერი, რომელიც მათთან ერთად 1905 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მუშაობდა.[15] 1907 წლის აპრილიდან მაისამდე ჰაგ ვოლპოლი იყო მათი მასწავლებელი.[16] 1908 წელს ელისაბედი ბავშვებთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. 1910 წელს გრაფი ფონ არნიმი გარდაიცვალა. 1911 წელს ელისაბედი გადავიდა შვეიცარიაში, რანდონში და ააგო „Chalet Soleil“, სადაც დროგამოშვებით მასპინძლობდა ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლებს.[17] ფონ არნიმის ქალიშვილი ფელიციტასი, რომელიც სწავლობდა შვეიცარიის სკოლა-ინტერნატში, შემდეგ კი ბრემენში, გერმანიაში, 16 წლის ასაკში გარდაიცვალა პნევმონიით.[18] მეორე ქორწინებააფონ არნიმი 1916 წელს დაქორწინდა ფრენკ რასელზე ბერტრანდ რასელის უფროს ძმაზე. ისინი 1919 წელს დაშორდნენ, თუმცა ოფიციალურად არასდროს განქორწინებულან.[19] შემდეგ იგი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, სადაც მისი ქალიშვილები ლიბეტი და ევი ცხოვრობდნენ. 1920 წელს დაბრუნდა თავის სახლში შვეიცარიაში. იმავე წელს დაიწყო რომანი ალექსანდრე სტიუარტ ფრერთან (1892-1984), რომელიც მოგვიანებით გახდა გამომცემლობის Heinemann-ის თავმჯდომარე. ალექსანდრე სტიუარტი ელისაბედზე 26 წლით უმცროსი იყო. მათ შორის რომანი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1933 წელს ის დაქორწინდა მწერალზე პატრიცია უოლესზე.[20] 1930 წელს მან ააშენა სახლი სამხრეთ საფრანგეთში. იქ ვარდების ბაღი შექმნა და სახლს Mas des Roses უწოდა. ეს სახლი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1939 წელს გადავიდა შეერთებულ შტატებში. გარდაიცვალა გრიპისგან, ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში, 1941 წლის 9 თებერვალს, 74 წლის ასაკში და კრემირებული იქნა ფორტ ლინკოლნის სასაფლაოზე, მერილენდში. 1947 წელს მისი ფერფლი შეურიეს მისი ძმის, სერ სიდნი ბოშამპის ფერფლს წმინდა მარგარეტის ეკლესიის ეზოში, ტაილერს გრინში, ბუკინგემშირში. მის საფლავის ქვაზე ლათინური წარწერაა, parva sed apta (პატარა, მაგრამ შესაფერისი).[21] ლიტერატურული კარიერაფონ არნიმ მწერლის კარიერა დაიწყო თავისი სატირული და ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნის, „ელიზაბეტი და მისი გერმანული ბაღი“ გამოქვეყნებით (1898). წიგნი ანონიმურად გამოქვეყნდა და ოცჯერ იყო დაბეჭდილი 1899 წლის მაისისთვის, გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ.[22] 1900 წლისთვის ფონ არნიმის წიგნებმა ისეთი წარმატება მოიპოვა, რომ ელისაბედის ვინაობამ ნიუ-იორკის და ლონდონის გაზეთები დააინტერესა. ნახევრად ავტობიოგრაფიული იყო სხვა ნამუშევრები, მათ შორისაა: ბენეფიციარი (1902), ელიზაბეთის თავგადასავალი რუგენზე (1904), ვერა (1921) და სიყვარული (1925). შემდეგ გამოაქვეყნა პრინცესა პრისცილას ორი კვირა (1905) და ფრეულეინ შმიდტი და მისტერ ანსტრუტერი (1907). არნიმის 1921 წლის რომანი ვერა, ბნელი ტრაგი-კომედია, რომელიც ეძღვნება მის კატასტროფულ ქორწინებას ერლ რასელთან, იყო მისი ყველაზე კრიტიკულად აღიარებული ნამუშევარი, რომელიც ჯონ მიდლტონ მიურის მიერ აღწერილი იყო, როგორც „ჯეინ ოსტინის ქარიშხლიანი უღელტეხილი“.[23] მისი 1922 წლის ნამუშევარი, მოჯადოებული აპრილი, რომელიც შთაგონებული იყო ერთთვიანი არდადეგებით იტალიაში, ალბათ ყველაზე მსუბუქი და ელვარეა მის რომანებს შორის. ის რეგულარულად იყო ადაპტირებული სცენასა და ეკრანზე: 1925 წელს დაიდგა ბროდვეის თეატრში, 1935 წელს გადაიღეს ამერიკული მხატვრული ფილმი, მოჯადოებული აპრილი, რომელიც ხელმეორედ გადაიღეს 1992 წელს (მათ შორის მთავარ როლებში იყვნენ ჯოსი ლოურენსი, ჯიმ ბროუდბენტი და ჯოან პლორაიტი), 2010 წელს მოჯადოებული აპრილის მიხედვით გადაიღეს მუსიკალური პიესა, ხოლო 2015 წელს სერიალი, BBC Radio 4-ზე. მისი 1940 წლის რომანი ბატონი სკეფინგტონი ადაპტირდა ოსკარზე ნომინირებულ მხატვრულ ფილმში, რომელიც Warner Bros.-მა 1944 წელს, ბეტი დეივისისა და კლოდ რეინსის მონაწილეობით გადაიღო. ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
Information related to ელისაბედ ფონ არნიმი |