ელენა პოდკამინსკაია |
---|
ელენა პოდკამინსკაია 2014 წელს „კინოტავრი-2014“-ის გახსნის ცერემონიაზე. |
დაბადების სახელი |
ელენა ილინიჩნა პოდკამინსკაია |
---|
დაბადების თარიღი |
10 აპრილი, 1979 (1979-04-10) (45 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
---|
მოქალაქეობა |
რუსეთი |
---|
საქმიანობა |
მსახიობი, ტელეწამყვანი |
---|
აქტიური |
2002-დან დღემდე |
ელენა ილინიჩნა პოდკამინსკაია (რუს. Еле́на Ильи́нична Подками́нская; დ. 10 აპრილი 1979, მოსკოვი, სსრკ) — თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი. 2001 წელს დაამთავრა ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (ა. შირვინდტის კურსი). 2002 წლიდან იყო მოსკოვის სატირის თეატრის დასის წევრი.[1]
ბიოგრაფია
დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. მსახიობის მამამ — ილია მიხაილოვიჩ პოდკამინსკიმ, შჩერბინკაში ხელოვნების სტუდია „რადუგა“ დააარსა, ხოლო დედა — სვეტლანა ევგენიევნა, ელემენტარული მუზიცირების მუსიკალურ სტუდია „რადუგას“ ხელმძღვანელობს და შერბინკის საკრებულოს წევრია.[2]
ელენა პოდკამინსკაიას კინოდებიუტი 2002 წელს — „პუაროს წარუმატებლობა“-ში («Неудача Пуаро»), ურსულა ბორნის როლით შედგა.
2012 წლიდან მაყურებლისთვის ცნობილია თავისი როლით სერიალ „სამზარეულოში“.[3]
2013 წლის ივნისში გამოჩნდა ჟურნალ „Maxim“-ის გარეკანზე.[4].
2013 წლის 30 ნოემბერს გახდა „ცეკვა ვარსკვლავებთან“ შოუს გამარჯვებული, ანდრეი კარპოვთან წყვილში.
2014 წლის 6 სექტემბრიდან 2014 წლის 28 დეკემბრამდე მონაწილეობდა რუსეთის პირველი არხის ყოველკვირეულ შოუში „გამყინვარების პერიოდი-5“ («Ледниковый период-5»), პეტრე ჩერნიშევთან წყვილში, სადაც მათ მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოიპოვეს.
პოდკამინსკაია გათხოვილია და 2010 წელს მას შეეძინა გოგო — პოლინა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო