ელ-რიფი (არაბ. جبال الريف) — ქედი ატლასის მთების სისტემაში, ჩრდილოეთ მაროკოში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ. მაქსიმალური სიმაღლე 2456 მ (მთა თიდიგინი). უმეტესწილად აგებულია კირქვებით. დასერილია მდინარეთა მრავალრიცხოვანი ხეობებით. ჩრდილოეთ კალთის ქვედა მონაკვეთებზე გვხვდება მაკვისი და კორპის მუხის ტყეები, უფრო მაღლა ტუიასგან, ღვიისგან და კედრისგან შემდგარი წიწვოვანო ტყე, სამხრეთ კალთებზე ხეხილის ბაღებია. ქედის სამხრეთ ნაწილში, იქ, სადაც იგი მაროკოს მესეტაში გადადის, განლაგებულია უძველესი ქალაქი ფესი.
რესურსები ინტერნეტში