ელ-ლეონსიტოს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional El Leoncito) — ეროვნული პარკი არგენტინაში, სან-ხუანის პროვინციაში. ფართობი 760 კმ². 1994 წელს შეიქმნა როგორც ნაკრძალი, ხოლო 2002 წლიდან გადაკეთდა ეროვნულ პარკად, ანდური ბუჩქნარის, ისტორიული და პალეონტოლოგიური ძეგლების დაცვის მიზნით. პარკის ტერიტორიაზე ჰაერი იდეალურად სუფთაა, რის გამოც აქ რამდენიმე ასტრონომიული ობსერვატორია მდებარეობს.
კლიმატი ცივია, პერმანენტული ყინვებით. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 200 მმ-ია. ფლორა ძირითადად ბუჩქნარითაა წარმოდგენილი, ფაუნის წარმომადგენელთაგან კი აღსანიშნავია გუანაკო და სხვადასხვა ფრინველი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში