ელ-აიუნი (ასევე: ფრანგ. "Laâyoune"; ხასანია: Laʕyūn ; სალიტერატურო არაბული: العيون al-ʿuyūn, თარგმანი: "წყაროები") — ქალაქი დასავლეთ საჰარაში, რომელიც 1938 წელს დააარსა ესპანელმა კოლონიზატორმა ანტონიო დე ორომ.[1] 1940 წელს ესპანეთმა ქალაქს მიანიჭა ესპანური საჰარას დედაქალაქის სტატუსი. ელ-აიუნი არის ელ-აიუნ-ბუჯურ-სეგიეტ-ელ-ხამრას რეგიონის ცენტრი.
1976 წელს მაროკომ მოახდინა ქალაქის ოკუპაცია და დღემდე იმყოფება მისი ადმინისტრაციის ქვეშ.[2] პოლისარიოს ფრონტი (ალჟირის მხარდაჭერით) იბრძვის დასავლეთ საჰარის საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკად ჩამოყალიბებისთვის და ელ-აიუნს მიიჩნევს ოკუპირებულ დედაქალაქად.
სქოლიო