ეკატერინე ვერულეიშვილი (ეკატერინე ვერულაშვილი) (დ. 27 ივლისი, 1917, თბილისი — გ. 28 სექტემბერი, 1973, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1966).
ბიოგრაფია
დაიბადა 1917 წლის 27 ივლისს თბილისში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1940–1942 წლებში მუშაობდა მსახიობად ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამატულ თეატრში. 1943 წლიდან იყო მსახიობი ხაშურის, გორის და თელავის დრამატულ თეატრებში. 1956 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა. შექმნა სახასიათო და კომედიურ სახეთა მთელი გალერეა: ქაბატო (ა. ცაგარელის „ხანუმა“), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“), სოფი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), მუზა (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“), გაიანე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), კეკელა (შ. დადიანის „გუშინდელნი“), რუსუდანი (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), დარო (ტ. რამიშვილის „სტუმარ-მასპინძელი“), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), ნინო (შ. ნარსიას „გრძნობის ჭიდილი“), ირინა პანტელეიმონოვნა (ნ. გოგოლის „ქორწინება“), პორტაპოვნა (ა. ოსტოვსკის „უმზითვო“), მართა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე ბებია ილიკო და ილარიონი“) და სხვა.
კინოფილმებში შეასრულა ოცამდე სახასიათო როლი, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სასიდედრო (მ. კობახიძის „ქორწილი“, 1964), დამსვენებელი ქალი („წარსული ზაფხული“, 1959), მეზობელი („კეთილი ადამიანები“; 1961), ჭორიკანა („მალე გაზაფხული მოვა“, 1967), დედა („ალადინის ჯადოსნური ლამპარი“, 1967). აღიარებულია ეპიზოდური როლების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.
ჯილდოები და აღიარება
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო