ევროპის XI გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის გაიმართა 1997 წლის 5-15 მაისს, პულაში (ხორვატია)
პირველად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მოხდა, რომ ჩემპიონობისათვის ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძოდა. კარგად დაიწყეს მასპინძლებმა, ხორვატმა მოჭადრაკეებმა. ოთხი ტურის შემდეგ ისინი ერთპიროვნულად ლიდერობდნენ - 12 ქულა. ქულანახევრით უკან იყვნენ ინგლისელები და რუსები. მეხუთე-მეექვსე ტურებში ხორვატები ინგლისელებს და რუსებს შეხვდნენ. ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ და ბრძოლას ჩამოშორდნენ. ლიდერთ შორის ტრიალებდნენ სომხები, გერმანელები, უნგრელები და ებრაელები. ინგლისელებმა მეხუთე-მერვე ტურებში მნიშვნელოვანი მატჩები მოუგეს სომხებს და უნგრელებს და ბოლო ტურის წინ ორი ქულით უსწრებდნენ უახლოეს მდევარს - რუსეთის ნაკრებს. ბოლო ტურში რუსებმა 3,5 ქულა აართვეს ბელორუსებს, ინგლისელებმა კი 1,5 მოგროვეს გერმანელებთან შეხვედრაში და მხოლოდ კოეფიციენტთა წყალობით მოიპოვეს ჩემპიონობა. მესამეზე სომხები გავიდნენ.
ტექნიკური შედეგები
11. ნიდერლანდები, 12. პოლონეთი,
13. ესტონეთი, 14. შვეიცარია, 15. აზერბაიჯანი, 16. სლოვაკეთი, 17. შვედეთი,
18. ლატვია, 19. საფრანგეთი, 20. ესპანეთი, 21. თურქეთი,
22. იტალია, ხორვატია-2
23. ლიეტუვა, 24. ჩეხეთი, 25. საბერძნეთი, 26. ჩრდილოეთი მაკედონია,
27. სლოვენია, 28. პორტუგალია, 29. ფინეთი,
30. ავსტრია,
31. ირლანდია,
8,5 ქულა
32. შოტლანდია,
33. უელსი.
ჩემპიონის შემადგენლობა
ინგლისი
ნაიჯელ შორტი 4 (+2=4-1), მაიკლ ადამსი 5 (+2=6-1), ჯონათნ სპილმენი 4,5 (+2=5-1), მეთიუ სანდლერი 7 (+5=4-0) ჯილიან ჰოდსონი 2 (+1=2-0).
საუკეთესო პერფორმანსი
ბორის ალტერმანი ისრაელი - 2814
დაფებზე საუკეთესონი