ედუარდო მარია გონსალეს-პონდალ აბენტე (დ. 8 თებერვალი, 1835 — გ. 8 მარტი, 1917) — გალისიელი პოეტი რომელიც წერდა გალისიურ და ესპანურ ენებზე.
ედუარდო წარმოშობით ესპანურ-პორტუგალიური თავადური გვარის იყო და ყველაზე უმცროსი ვაჟი შვიდშვილიანი ოჯახიდან. სწავლობდა ლათინურ ენას და ფილოსოფიას.
1860 წელს ედუარდომ დაასრულა სწავლა და სამუშაოდ ესპანურ ჯარში წავიდა სადაც ექიმად მუშაობდა. ასევე მან გამოაქვეყნა მისი ნამუშევარი „A Campana de Anllóns“ რომელიც იყო მისი პირველი გალისიურენოვანი ნაშრომი. მოგვიანებით ედუარდო გაეცნო ჯეიმზ მაკფერსონის პოეზიას და გადაწყვიტა გალისიელი ხალხის ბარდი გამხდარიყო. მისი შექმნილია გალისიის ჰიმნიც.
ედუარდო მედგრად სცდილობდა დაეცვა გალისიური ენა და კულტურა. გარდაიცვალა ლა-კორუნიაში 1917 წელს.
ლიტერატურა
- FORCADELA, Manuel y PENA XOSÉ RAMÓN, Estudos sobre Os Eoas de Eduardo Pondal, Ed. Sotelo Blanco, Santiago de Compostela, 2005
სქოლიო