პრინცი ედუარდი (ინგლ. Edward Antony Richard Louis; დ. 10 მარტი, 1964, ბაკინგემის სასახლე, ლონდონი) — ედინბურგის ჰერცოგი, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ისა და ჰერცოგ ფილიპეს უმცროსი შვილი. დღეს ედუარდი არის ტახტის მე-14 მემკვიდრე და შესაბამისად, ძალიან ცოტა შანსია იმისა, რომ ის ტახტზე ავიდეს.
მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ედუარდი დაიბადა 1964 წლის 10 მარტს, ბაკინგემის სასახლეში. 1999 წლის 6 იანვარს ის დაქორწინდა სოფი რაი-ჯოუნსზე. 2023 წლის 10 მარტამდე ატარებდა უესექსის ერლის ტიტულს, რომელიც მის ვაჟს, ჯეიმზს გადაულოცა.
2023 წლის 10 მარტს მისმა უფროსმა ძმამ მეფე ჩარლზ III-მ პრინცი ედუარდი გამოაცხადა ახალ ედინბურგის ჰერცოგად, რადგანაც ტიტული მათი მამის, პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (9 აპრილი, 2021) ვაკანტური იყო.[1]
პრინც ედუარდსა და მის მეუღლე სოფის ჰყავთ ორი შვილი: პრინცესა ლუიზი (დ. 8 ნოემბერი, 2003) და პრინცი ჯეიმზი (დ. 17 დეკემბერი, 2007).
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო