დონის როსტოვის პეტრე-პავლეს ლუთერანული ეკლესია

დონის როსტოვის პეტრე-პავლეს ლუთერანული ეკლესია

XIX საუკუნის ფოლო პერიოდის ფოტო

დონის როსტოვის პეტრე-პავლეს ლუთერანული ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის პეტრე-პავლეს ლუთერანული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება ლუთერანობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
ფუნქციური სტატუსი დაკარგული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ა. კასელი
თარიღდება 1883-1888

დონის როსტოვის პეტრე-პავლეს ლუთერანული ეკლესია (რუს. Лютеранская церковь Святых Петра и Павла) — ლუთერნული ეკლესია დონის როსტოვში. აგებულია 1888 წელს. კირხე მდებარეობდა თანამედროვე ქუჩების სედოვისა და სოკოლივის გადაკვეთაზე. ეკლესია დაანგრიეს 1940-იან წლებში[1].

ისტორია

დოკუმენტალურად დადასტურებულია, რომ ევანგელისტურ-ლუთეარნული თემი დონის როსტოვში ჩამოყალიბდა უკვე XIX საუკუნის შუა წლებში. ლუთერანულმა საზოგადოებამ ქალაქის საკრებულოში შეიტანა თხოვნა კირხეს მშენებლობის შესახებ. 1881 წლის 12 თებერვალს მათი თხოვნა დააკმაყოფილეს. საკრებულომ ლუთერანული ეკლესიის ასაშენებლად გამოჰყო მიწის ნაკვეთი ბულვარის ქუჩაზე[2].

ეკლესიის საძირკველის საზეიმოდ ჩასხმა გაიმართა 1883 წლის 9 ივლისს. ეკლესიის გეგმა დაამუშავა ინჟინერმა ა. ა. კასელმა. მშენებლობა მიმდინარეობდა ქალაქის არქიტექტორების ნ. ა დოროშენკოსა და ნ. მ. სოკოლოვის დაკვირვების ქვეშ. სამშენებლო კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ლუთერანული საზოგადოების წარმომადგენლები კ. ხ. იონსენი და კ. ფ. კურდტი. გამოსაძერწი სამუშაოები შეასრულა მოქანდაკე შლიუტერმა. ვიტრაჟები იესო ქრისტესა და მოციქულების პეტრესა და პავლეს გამოსახულებით დაამზადეს ვენაში. ორღანი დაამზადეს გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგში, ხოლო ზარი ე. მ. ვასილენკოს როსტოვის ქარხანაში. ორღანის ღირებულებამ შეადგინა 4 000 რუბლი, ზარისამ კი - 800 რუბლი. ეკლესიის მშენებლობისათვის სულ დაიხარჯა 30 000 რუბლი[2].

მოცქულ პეტრესა და პავლეს სახელობის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია საზეიმოდ გაიხსნა 1888 წლის 1 მაისს. 1898 წელს ლუთერანულ ეკლესიასთან ააშენეს ორსართულიანი აგურის შენობა, სადაც განათავსეს სკოლა, პასტორისა და ორღანისტის ოთახები. შენობის ფასადი გადიოდა ბულვარის (ამჟამად სედოვის ქუჩა) ქუჩაზე. ეკლესიასთან არსებულ სკოლაში იღებდნენ ორივე სქესის ბავშვებს. სკოლაში ასწავლიდნენ, როგორც რუსი, ასევე გერმანელი მასწავლებლები. ეკლესიასთან ჩამოყალიბდა მომღერალთა გუნდი. საზეიმო დღეებში ლუთერანულ ეკლესიაში მიმდინარეობდა კონცერტი ორღანის გამოყენებით, მღეროდნენ ქოროს წარმომადგენლები[2].

1920-1921 წლებში ეკლესიის არქივი გადაიტანეს „დონკრაიბიუროში“. ამავე პერიოდში პასტორის სახლი დაიკავა რესპუბლიკის საგანგებო რევიზიამ. დიდი სამამულო ომის პერიოდში ეკლესია სერიოზულად დაზიანდა. დარჩა მხოლოდ ნახევრად დანგრეული კედლები. 1945 წლის 16 თებერვალს როსტოვის საოლქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა აღედგინათ ეკლესია და გადაეცათ აზოვ-დონი-ყუბანის სპორტული საზოგადოებისათვის, მაგრამ უკვე 3 მაისს აღმასკომმა მიიღი გადაწყვეტილება, რომ ეკლესია არ ექვემდებარებოდა აღდგენას[2].

დღემდე შემონახულია პასტორის სახლი. მიწის იმ ნაკვეთზე სადაც იდგა ეკლესია, 2000-იანი წლების დასაწყისამდე არაფერი არ ყოფილა აშენებული. დონის როსტოვის ლუთერანებმა გადაწყვიტეს ამავე ადგილზე ეკლესიის აგება, მაგრამ 2002 წელს მიწის ნაკვეთი გადასცეს კერძო პირს და იქ ააშენეს საოფისე ცენტრი „ბალკანი“[3][4].

სქოლიო

  1. Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 161—163. — ISBN 5-98155-014-7
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Е. В. Роот, Евангелическо-лютеранская община города Ростова
  3. Церковь хорошо, а гостиница лучше? У лютеран Ростова-на-Дону отбирают кирху.[მკვდარი ბმული] Московская немецкая газета, 16 (113)
  4. Лютеранская кирха, плиточки и другие вещи. dom.161.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-08. ციტირების თარიღი: 2013-11-17.