დმიტრო ივანის ძე კულება (უკრ. Дмитро Іванович Кулеба; დ. 19 აპრილი, 1981) — უკრაინელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და კომუნიკაციების სპეციალისტი, 2020 წლის 4 მარტიდან 2024 წლის 4 სექტემბრამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი[4] და უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს წევრი.[5]
კულება არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ისტორიაში.[6] მინისტრად დანიშვნამდე კულება მსახურობდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ ევროკავშირისა და NATO-ს საკითხებში და[7] ევროპის საბჭოში უკრაინის წარმომადგენლად 2016-2019 წლებში.
სქოლიო