დივიის მღვიმე (რუს. Дивья пещера) — უდიდესი კარსტული მღვიმე ურალში, რუსეთის ფედერაციის პერმის მხარეში. მდებარეობს ჩრდილოეთ ურალის დასავლეთ კალთაზე, მდინარე კოლვის (კამის აუზი) მარჯვენა ნაპირზე, დასახლებულ პუნქტ ნირობიდან 10 კმ-ით ჩრდილოეთით. ტალანების საერთო სიგრძეა 9,7 კმ. ცნობილია 11 დარბაზი (უდიდესებია: ვეტლანი, დევი, გვოზდეცკის) მრავალრიცხოვანი ნაღვენთი წარმონაქმნებით. ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 4-დან 8°C-მდე. მღვიმეში არის ნაკადულები და რამდენიმე ტბა, უდიდესი (სიგრძით 6 მ, სიღრმით 2 მ) მდებარეობს მზის ეხში. ბინადრობენ ღამურები და წვრილი უხერხემლოები — ბოლოფეხიანები. პირველად აღწერა რუსმა მოგზაურმა პეტრე რიჩკოვმა 1770 წელს. პირველი რუკა შეადგინეს 1940 წელს. ბუნების ძეგლია 1965 წლიდან. განვითარებულია ტურიზმი.[1]
სქოლიო