დიდი ნეძი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დიდი ნეძის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიდი ნეძი, დიდი ნეძის კახათი, დიხაგუძუბა).
მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარცხენა სანაპირო, ზღვის დონიდან 12 მ-ზე, ზუგდიდიდან 16 კმ დაშორებით, ცაცხვიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ-ში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 752 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
435 |
208 |
227
|
2014[1] |
752 |
384 |
368
|
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო