„დიდი კარუზო“ (ინგლ. The Great Caruso) — მეტრო-გოლდვინ-მაიერის 1951 წლის ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ცნობილი საოპერო ტენორის ენრიკო კარუზოს ცხოვრებას ასახავს. კარუზოს როლში გადაღებულია ასევე ცნობილი, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი მარიო ლანცა. ფილმის რეჟისორია რიჩარდ თორპი.
როლებში
- მარიო ლანცა — ენრიკო კარუზო
- ენ ბლითი — დოროთი ბენჟამინი
- დოროთი კირსტენი — ლუის ჰეგარი
- რიჩარდ ჰაგემანი — კარლო სანტი
ისტორიულობა
მიუხედავად იმისა, რომ „დიდი კარუზო“ მიჰყვება კარუზოს ცხოვრების ძირითად ფაქტებს, ფილმში ასახული რამდენიმე პერსონაჟი და ინციდენტი გამოგონილია. ამის გამო კარუზოს ოჯახის წევრებმა იტალიაში უჩივლეს Metro-Goldwyn-Mayer-ს და ზიანის ფულადი ანაზღაურება მოითხოვეს. სარჩელი დაკმაყოფილდა. ამასთან სტუდიას დროებით დაევალა ფილმის გატანა იტალიის გამოფენიდან.
შემოსავალი
„დიდი კარუზო“ იყო უზარმაზარი კომერციული წარმატება და ყველაზე მომგებიანი ფილმი MGM-ისთვის 1951 წელს. მან რეკორდული შემოსავალი მიიღო ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში, ათი კვირის განმავლობაში $1,390,943 შემოსავალი. MGM-ის ჩანაწერების თანახმად, მან $4,309,000 მიიღო კინოთეატრებში გაქირავებით აშშ-სა და კანადაში და $4,960,000 სხვა ქვეყნებიდან, რის შედეგადაც მოგებამ $3,977,000 შეადგინა. იმავე წელს ფილმი ასევე ყველაზე პოპულარული იყო ბრიტანულ სალაროებშიც.[1]
ჯილდოები და აღიარება
ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის სამ ჯილდოზე ; ოსკარის 24-ე დაჯილდოების ცერემონიაზე დუგლას შირერმა და MGM Studio-ს ხმის დეპარტამენტმა გაიმარჯვეს საუკეთესო ხმის ნომინაციაში. [2]
ფილმი ასევე იყო ოსკარზე ნომინირებული კოსტიუმების დიზაინისა და პარტიტურისთვის.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო