დიდი გეზე — პლატოსებრი მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე. ადმინისტრაციულად გაწოლილია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე, მწვერვალ მცირე გეზეს დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 4009 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დიდი გეზეს ციცაბო კალთებიდან სამხრეთით ეშვება მყინვარები ზოფხიტო და დიდი ედენა, ჩრდილოეთით — თერგის აუზის მყინვარები.[1]
სქოლიო