|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიდგორი.
|
დიდგორი 3 — Dongfeng-ის ტიპის სატვირთო ავტომობილის ბაზაზე შექმნილი ჯავშანმანქანა. მანქანის ძირითადი დანიშნულებაა 120 მმ ნაღმმტყორცნის ბუქსირება და მისი გათვლის გადაყვანა.
ტექნიკური მახასიათებლები
დიდგორი 3-ს წინამორბედების დიდგორი 1-სა და დიდგორი 2-ის მსგავსად გააჩნია ღამის ხედვის მოწყობილობა და სანავიგაციო სისტემა ჯი-პი-ეს-ი (GPS-ი).
ჯავშანი გათვლილია 7,62 მმ კალიბრის ტყვიების შეკავებაზე.
ძირითადი შეიარაღებაა დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული, რომელშიც დამონტაჟებულია 12,7 და 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევები. უკანა მხარეს კი სპეციალურ მოძრავ სამაგრებზე შესაძლებელია დაყენდეს ПК (ПKM)-ის ტიპის 7,62 მმ კალიბრის ორი ტყვიამფრქვევი.
მანქანას გააჩნია 6x6 ფორმულის მქონე სავალი ნაწილი და მექანიკური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი.
ვარიანტები
- დიდგორი 1 — ჯავშანტრანსპორტიორი, 2+7 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
- დიდგორი 2 — ჯავშანტრანსპორტიორი, 3+6 ეკიპაჟი, 356 ცხენის ძალიანი ძრავა, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ.
- დიდგორი 2 — ინტეგრირებული ქსელების მანქანა
- დიდგორი 3 — ჯავშანტრანსპორტიორი, 148 ცხენის ძალიანი ძრავა, 8+1 ეკიპაჟი, 6x6 წამყვანი თვლები.
- დიდგორი მედევაკი — სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა
მომხმარებლები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში