დვინის მიწისძვრა — სომხეთში მომხდარი მიწისძვრა 893 წლის 28 დეკემბერს. მიწისძვრა 6 მაგნიტუდით და IX ინტენსიურობით ხასიათდებოდა. შედეგად განადგურდა ქალაქი დვინი და დაიღუპა 30000-მდე ადამიანი.