დენის შმიგალი (უკრ. Денис Анатолійович Шмигаль; დ. 15 ოქტომბერი 1975, ლვოვი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 4 მარტიდან. ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციიხ ხელმძღვანელი 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 5 თებერვლამდე[1][2][3].
ბიოგრაფია
დაიბადა 1975 წლის 15 ოქტომბერს ლვოვში[4]. 1997 წელს დაამთავრა ეროვნული უნივერსიტეტის, ლვოვის პოლიტექნიკურის მანქანათმშენებლობის მენეჯმენტის ფაკულტეტი. 2013 წლიდან ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატია. 2020 წლის 4 მარტს აირჩიეს უკრაინის პრემიერ-მინისტრად. არის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს (2020 წლის 12 მარტიდან)[5] და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრი (2020 წლის 13 მარტიდან)[6].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო