დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება — დეკორატიული ხელოვნების დარგი, რომელიც ქმნის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობებს: ავეჯს, ქსოვილებს, შრომის იარაღებს, მიმოსვლის საშუალებებს, ტანსაცმელს და ყველა სახის მორთულობას. XIX საუკუნის II ნახევრიდან მოხდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების კლასიფიკაცია როგორც დანიშნულების, ისე მასალის (ლითონი, კერამიკა, ხე) და შესრულების ტექნიკის (კვეთილობა, მოხატულობა, ნაქარგობა, ჩამოსხმა, ინტარსია, მინანქარი) მიხედვით.