დაუცენ კრუსი |
---|
დაუცენ კრუსი 2015 წელს |
დაბადების თარიღი |
23 იანვარი, 1985 (1985-01-23) (39 წლის) |
---|
მოქალაქეობა |
ნიდერლანდები |
---|
საქმიანობა |
მოდელი |
---|
სიმაღლე |
1,79 მ |
დაუცენ კრუსი (დ. 23 იანვარი, 1985) — ნიდერლანდელი მოდელი, მსახიობი, და ქველმოქმედი. დაუცენ კრუსმა სამოდელო კარიერა დაიწყო 2003 წელს, ნიდერლანდებში და კრუსის პირველმა სამოდელო სააგენტომ კრუსი გააგზავნა ნიუ-იორკში, სადაც კრუსმა მოირგო Victoria’s Secret-ის თეთრეული და მიიღო ფოტოსესიებში მონაწილეობა. დაუცენ კრუსი Victoria’s Secret-ის ანგელოზი 2008 წლიდან 2014 წლამდე იყო[1]. იგი 2006 წლიდან არის L'Oréal Paris- ის ბრენდის სახე[2]. კრუსი იყო ერთ – ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, რომლის შემოსავალი დაახლოებით 5 მილიონ დოლარზე მეტია წელიწადში[3], 2008 წლიდან. 2014 წელს კრუსი მეორე ადგილზე მოხვდა ფორბსის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაში, სავარაუდოდ კრუსი 8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში.[4]
2013 წელს კრუსი გახდა პირველი მოდელი, რომელიც 4 წლის განმავლობაში Vogue– ს სექტემბრის სოლო ნომერში მოხვდა.
დაუცენ კრუსის ფილმში დებიუტი შედგა ფილმ Nova Zembla-ში (2011), პირველ 3D ჰოლანდიურ ფილმში.[5]
2017 წელს ის გამოჩნდა სუპერგმირი ფილმში Wonder Woman, როგორც ამაზონის მეომარი.
დაუცენკრუსი არის Wildlife Conservation და World Wildlife Fund ერთ–ერთი აქტიური მხარდამჭერი.
კარიერა
კრუსმა ახალგაზრდობაში საკუთარ თავს "Tomboy" უწოდა, კრუსს სერიოზულად არასოდეს მიაჩნდა მოდელირება, მაგრამ მან 2003 წელს ამსტერდამის სამოდელო სააგენტოს Paparazzi Model Management-ის გააგზავნა თავისი მონაცემები.[6]
2005 წელს, კრუსმა Vogue.com-ზე "წლის მოდელის" ჯილდო მოიგო. კრუსი 2007 წლის მაისში წარმოდგენილი იყო Vogue–ის გარეკანზე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, შანელ იმანთან ერთად გამოჩნდა Pirelli-ის 2008 წლის გარეკანზე.[7][8]
ადრეული ცხოვრება
დაუცენ კრუსი დაიბადა 1985 წლის 23 იანვარს, სოფელ აღზემარში (ჰოლანდიურად: ოოსტერმეერი)[9]. მისი დედა, Geartsje Leistra, მედდა იყო, შემდეგ პედაგოგი, ხოლო მისი მამა იოჰან კრუსი ფსიქოთერაპევტი იყო[10]. 1970-იან წლებში ორივე ფიგურული ციგურაობის ჩემპიონები იყვნენ. ახალგაზრდა კრუსიც მასწრაფვოდა, რომ გამხდარიყო პროფესიონალი მოციგურავე.
ქორწინება
2009 წელს კრუსმა დაიწყო ნიდერლანდელი DJ Sunnery James Gorré–სთან ურთიერთობა[11][12]. 2010 წლის 7 ნოემბერს კრუსი და James Gorré დაქორწინდნენ[13]. წყვილს ორი შვილი ჰყავს: ვაჟი ფილიონ ჯო გორე (დაიბადა 2011 წლის იანვარი) და ქალიშვილი მილენა მაე გორე (დაიბადა 2014 წლის ივლისი)[14]. ორივე ბავშვი ნიდერლანდებში ამსტერდამში დაიბადა. მისი ქალიშვილის მომავლის შესახებ 2014 წლის აპრილში ჩატარებულ ინტერვიუში კრუსმა თქვა: "იმის ნაცვლად, რომ ვთქვა:" შენ ძალიან ლამაზი ხარ ", მე გეტყვი რომ," შენ ჭკვიანი ხარ ", ასე რომ, მას ცხოვრების სხვა მისწრაფებები ექნება, ვიდრე სილამაზე და მოდელირება. მიუხედავად იმისა, რომ მე მიყვარს ჩემი საქმე, მე არ ვცვლი სამყაროს.[15][16]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო