დან-დ’ერანი (ფრანგ. Dent d’Hérens ერანის კბილი) — მწვერვალი პენინის ალპებში, იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე. სიმაღლე 4171 მ. მწვერვალ მატერჰორნიდან დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. დან-დ’ერანის სახელწოდება მომდინარეობს ამავე სახელწოდების ხეობისაგან, რომელიც მწვერვალიდან ჩრდილოეთით არის განლაგებული. დან-დ’ერანი აღმართულია ალპების მთავარ ქედზე, ვალეს კანტონსა (ჩრდილოეთით) და ვალე-დ-აოსტას (სამხრეთით) შორის. მწვერვალის ჩრდილოეთი მონაკვეთი არის მდინარე რონის აუზის წყალგამყოფის ნაწილი, ხოლო სამხრეთ ფერდობი მდინარე პოს აუზის წყალგამყოფი. დან-დ’ერანი მწვერვალ მატერჰორნიდან დასავლეთით 4 კილომეტრში მდებარეობს.
პირველი ასვლა განხორციელდა 1863 წლის 12 აგვისტოს.
რესურსები ინტერნეტში