დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირი (სერბ. Савез независних социјалдемократа; СНСД / Savez nezavisnih socijaldemokrata; SNSD) — ბოსნიელ სერბთა პოლიტიკური პარტია. იგი 1996 წელს დაარსდა. პარტიის ლიდერი, მილორად დოდიკი, არის ბოსნია და ჰერცეგოვინის სუბიექტის, სერბთა რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი.
ისტორია
პარტია ჩამოყალიბდა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პარლამენტის იმ სერბი დეპუტატებისგან, რომლებიც სერბთა დემოკრატიულ პარტიაში არ შედიოდნენ, თუმცა შეუერთდნენ ბოიკოტს 1992 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დანიშნა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი.
სერბმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს სერბთა რესპუბლიკის სკუპშჩინა, სადაც აბსოლუტურ უმრავლესობას სერბთა დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა.
1999 წლის დეკემბერში დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა პარტიას სოციალ-ლიბერალური პარტია შეუერთდა, ხოლო 2000 წელს ნიკოლა შპირიჩის კრაინისა და ბანია-ლუკის დემოკრატიული პარტიაც. 2002 წელს მას შეუერთდა დემოკრატიულ-სოციალისტური პარტია, და ახალ ბლოკს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირი ეწოდა. იმავე წლის აგვისტოში სერბთა რესპუბლიკის ახალი ლეიბორისტული პარტიაც შეუერთდა ამ კავშირს.
2011 წელს სოციალისტურმა ინტერნაციონალმა ალიანსს წევრობა შეუჩერა ნაციონალისტური და ექსტრემისტული იდეოლოგიის გამო,[1] ხოლო 2012 წლის 4 სექტემბერს გააძევა თავისი რიგებიდან.[2]
თანამდებობები
სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი |
წლები
|
მილან იელიჩი
|
2006–2007
|
რაიკო კუზმანოვიჩი
|
2007–2010
|
მილორად დოდიკი
|
2010-
|
სერბთა რესპუბლიკის სკუპშჩინის თავმჯდომარე |
წლები
|
იგორ რადოიჩიჩი
|
2006-
|
სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი |
წლები
|
მილორად დოდიკი
|
1998–2001
|
მილორად დოდიკი
|
2006-2010
|
ალექსანდარ ჯომბიჩი
|
2010-2013
|
ჟელკა ცვიანოვიჩი
|
2013-
|
ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის წევრი |
წლები
|
ნებოიშა რადმანოვიჩი
|
2006–2014
|
ბოსნია და ჰერცეგოვინის პრემიერ-მინისტრი |
წლები
|
ნიკოლა შპირიჩი
|
2007–2012
|
სქოლიო