გუსტავ ემილ ოგი (ფრანგ. Gustave Émile Haug; დ. 19 ივნისი, 1861, დრიუზენაიმი, ქვემო რაინი — გ. 28 აგვისტო 1927, ნიდერბრონი, ქვემო რაინი) — ფრანგი გეოლოგი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1917), პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი (1904).
ოგის ძირითადი შრომები შეეხება სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, პალეონტოლოგიისა და რეგიონული გეოლოგიის საკითხებს (ალპები, პროვანსი). ოგი იზიარებდა დედამიწის კონტრაქციის (შეკუმშვის) და იზოსტაზიის თეორიებს; დიდი წვლილი შეიტანა გეოსინკლინის თეორიის ჩამოყალიბებაში. იგი მუშაობდა აგრეთვე ტრანსგრესიებისა და რეგრესიების თეორიაზე. ფართოდაა ცნობილი ოგის გეოლოგიური სახელმძღვანელო. გუსტავ ემილ ოგი იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1909).
თხზულებები
- Traité de géologie, [t.] 1—2, P., 1907—11;
- Геология, 7 изд., т. 1, М. — Л., 1938.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
სქოლიო