2003 წელს მთლიანად დანგრეული ეკლესიის საძირკველზე ადგილობრივ მოსახლეობას კედლების ამოყვანა დაუწყია, მაგრამ აღარ გაუგრძელებია. შემორჩენილი კვალის მიხედვით ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ჰქონია ნახევარწრიული აფსიდი და ორი შესასვლელი: დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.