„გურამიშვილი“ (ყოფილი „თემქა“) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური. მდებარეობს „სარაჯიშვილისა“ და „ღრმაღელეს“ შორის, ელმავალმშენებელ ქარხანასთან.[1] იგი 1985 წელის 16 ნოემბერს გაიხსნა. არქიტექტორი — ნ. ლომიძე, მხატვრები — ი. ტაბიძე, ა. ხარებავა, თ. ცხომელიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
მიწისზედა პავილიონი არა აქვს. მეტროში შესასვლელი მიწისქვეშა გადასასვლელიდანაა (ესკალატორის საშუალებით). სადგური ღია წესითაა აგებული, კედლები მოპირკეთებულია სალიეთის წითელი და ურალის ღია ფერის მარმარილოთი, იატაკი — კურსების გრანიტით და მოლითის მარმარილოს ფილებით.[1]
სადგურის მოსაცდელი ვესტიბულის შესასვლელის ზემოთ და მოპირდაპირე კედელზე ჰორელიეფური გამოსახულებებია. რელიეფზე ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის სიმბოლური გამოსახულებებია დატანილი, რომლებსაც ადამიანები განასახირებენ.
2010–2011 წლებში მოხდა ჭაღების დემონტაჟი და მათი ლამპიონებით ჩანაცვლება. 2016–2017 წლებში მოხდა თაღზე წყალგაუმტარი ფენის აკვრა. [წყარო არ არის მითითებული 539 დღე]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო