* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
გრიგოლ ცაავა (დ. 5 იანვარი, 1962) — ქართველი და საბჭოთაფეხბურთელი, თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1982). 1982 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[1][2] 2008 წლის 10 მაისს აირჩიეს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.[3][4][5]
ბიოგრაფია
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1974 წელს სოხუმის „ნორჩ დინამოელში“ მწვრთნელ გ. იოლჩიდისთან. 1978 წელს ლენინგრადის ჭაბუკ ფეხბურთელთა ტურნირზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გადაეცა გრიგოლ ცაავას.[6]
თამაშობდა საქართველოსა და სსრ კავშირის ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში. 1979 წლიდან თბილისი „დინამოშია“. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 25 ნოემბერს. დუბლიორთა 1981 წლის საკავშირო გათამაშების საუკეთესო სნაიპერი — 24 გოლი. დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტი.[7]
ევროთასებზე
ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში გრიგოლ ცაავას მონაწილეობით გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.