გრიგოლ ბაბილოძე (დ. 8 აპრილი, 1908, სოფ. თხინვალი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 15 ივნისი, 1981, ბათუმი) — ქართველი პედაგოგი, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1958).
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას აჭარაში. სხვადასხვა დროს იყო სკოლის დირექტორი, განათლების განყოფილების გამგე, სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1962–1974). ხელმძღვანელობდა საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების აჭარის განყოფილებას. მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა აჭარის სახალხო განათლების ისტორიის დარგში.
ლიტერატურა
- ბიბილეიშვილი ი., მესხია ვ., გრიგოლ ბაბილოძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), ბათ., 1984;
- გურგენიძე დ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 313, თბ., 1997