გრენლანდიური ვეშაპი, პოლარული ვეშაპი (ლათ. Balaena mysticetus) — ძუძუმწოვარი ცხოველი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა. აქვს 21 მ-მდე სიგრძის სხეული, ვეებერთელა თავი (სხეულის სიგრძის 1/3), გლუვი ყელი და მუცელი; პირის ღრუში მარჯვნიდან და მარცხნიდან ჩამოშვებულია „ვეშაპის ულვაშის“ 300-400 ფირფიტა, რომელთა სიმაღლე 4,5 მ აღწევს. იკვებება პატარა კიბოსნაირებით და ფრთაფეხიანი მოლუსკებით. შობს ერთ ნაშიერს (სიგრძე 4-5 მ). გრენლანდიური ვეშაპი ბევრგან მოისპო და ამჟამად იშვიათად თუ გვხვდება ჩუკოტკისა და ბერინგის ზღვებში. 1946 წლიდან მასზე ნადირობა აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით.
ლიტერატურა