გოლოვნინის ვულკანი (რუს. Вулкан Головнина) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კუნძულ კუნაშირის სამხრეთ ნაწილში. კურილის კუნძულების ყველაზე სამხრეთით მდებარე ვულკანი. სიმაღლე 535 მ.[1] წარმოადგენს ბრტყელ ფარს, რომლის მწვერვალზეა დაახლოებით 5 კმ დიამეტრის მქონე კალდერა. შემოსაზღვრულია ძველი კალდერული ზვინულის ნარჩენებით. კალდერის ფსკერზეა ტბა გორიაჩეე, 4 მცირე განცალკევებული ექსტრუზიული გუმბათი და 2 აფეთქების კრატერი, რომელთაგან ერთ-ერთშია ტბა კიპიაშეე, რომლის ნაპირებზე და ფსკერზეა სოლფატარი. არის თერმული ველები. უკანასკნელად ამოიფრქვა 1848 წელს. სახელი ეწოდა რუსი ზღვაოსნის ვასილი გოლოვნინის პატივსაცემად.[2]
სქოლიო