გოლდენ-სტეიტ უორიორსი

გოლდენ-სტეიტ უორიორსი
Golden State Warriors
გოლდენ-სტეიტ უორიორსის სეზონი 2018-19
გოლდენ-სტეიტ უორიორსი ლოგო
გოლდენ-სტეიტ უორიორსი ლოგო
კონფერენცია დასავლეთი
დივიზიონი წყნარი ოკეანის
დაარსდა 1946
ისტორია ფილადელფია უორიორსი
1946–1962
სან-ფრანცისკო უორიორსი
1962–1971
გოლდენ-სტეიტ უორიორსი
1971–დღემდე
არენა Oracle Arena
ქალაქი სან-ფრანცისკო, კალიფორნია
გუნდის ფერები ლურჯი, ყვითელი, თეთრი და შავი [1][2]
                   
მფლობელ(ებ)ი პიტერ გაბერი, ჯოუ ლეიქობი
გენერალური მენეჯერი ბობ მაიერსი
მთავარი მწვრთნელი სტივ კერი
D-ლიგის კლუბი Santa Cruz Warriors
ჩემპიონები NBA: 6 (1947, 1956, 1975, 2015, 2017, 2018)
კონფერენციის ტიტულები 7
აღმოსავლეთი: 3 (1947, 1948, 1956)
დასავლეთი: 6 (1964, 1967, 1975, 2015, 2017, 2018)
დივიზიონის ტიტულები 4 (1975, 1976, 2015, 2016)
გაუქმებული ნომრები 6 (13, 14, 16, 17, 24, 42)
ოფიციალური საიტი

გოლდენ სტეიტ უორიორსი (ინგლ. Golden State Warriors) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს. უორიორსი არის წევრი წყნარი ოკეანის დივიზიონის, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის. გუნდი დაარსდა 1946 წელს ფილადელიფიაში, პენსილვანია. იგი ამ დროს ფილადელფია უორიორსის სახელით გამოდიოდა. უორიორსი თავდაპირველად ასპარეზობდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში, რომელიც მოიგო კიდეც 1947 წელს.

1962 წელს გუნდი გადავიდა სან ფრანცისკოს ყურის მიდამოებში, სადაც მან მიიღო სახელი სან ფრანცისკო უორიორსი. ამ სახელით გუნდი ასპარეზობდა 1971 წლამდე, სანამდე უორიოსი გადასახლდებოდა გოლდენ სტეიტში (კალიფორნიის შტატის მეტსახელი). 1972 წლიდან მოყოლებული გუნდი იწოდება როგორც გოლდენ სტეიტ უორიორსი. მისი სათამაშო არენა, ჩეიზ ცენტრი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.

გოლდენ სტეიტ უორიორსს NBA 4-ჯერ აქვს მოგებული. 2015 წელს მათ ფინალში დაამარცხეს კლივლენდ კავალიერსი.

უორიორსმა ასევე დაამყარა რეკორდი, რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი მოგებული თამაშით. 2015-16 წლის NBA რეგულარულ სეზონში მათ მოიპოვეს 73 გამარჯვება და დამარცხდნენ 9-ჯერ, რითაც გააუმჯობესეს ჩიკაგო ბულზის 20 წლის წინანდელი რეკორდი.[3]

გუნდის ისტორია

შექმნა

ფილადელფია უორიორსის ლოგო 1946-1962

ფილადელფია უორიორსი დაარსდა 1946 წელს და დაიწყო თამაში ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში. მისი მფლობელი იყო პიტერ ტაირელი, რომელსაც ასევე ეკუთვნოდა ამერიკის ჰოკეის ლიგის წევრი გუნდი ფილადელფია როკეტსი.[4] ტაირელმა დაიქირავა ედი გოტლები, დიდი გამოცდილების მქონე კალათბურთის პრომოუტერი ფილადელფიის მხარეში, და იგი დანიშნა გუნდის მთავარ მწვრთნელად, ასევე გენერალურ მენეჯერად.[5] მან გუნდს ამავე ქალაქის, ადრინდელი, პროფესიონალური კალათბურთის გუნდის სახელი უწოდა.

1946-1962: ფილადელფია უორიორსი

ჯოუ ფალკის ლიდერობით, გუნდმა მოიგო 1946-47 წლის ამერიკის საკალათბურთო ასოციაციციის პირველი ჩემპიონატი. მათ ფინალში დაამარცხეს ჩიკაგო სტეგსი, 4 მოგებით და 1 წაგებით, და გახდნენ ჩემპიონები. NBA-მ, რომელიც შეიქმნა 1949 წელს, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციისა და ნაციონალური საკალათბურთო ლიგის გაერთიანებით, განაცხადა რომ 1946-47 წლის სეზონი ჩაითვლებოდა, როგორც ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის პირველი ჩემპიონატი. 1951 წელს ედი გოტლებმა უორიორსი შეიძინა.

უორიორსმა ასევე მოიგო 1955-56 წლის ჩემპიონატი ფორტ-უეინ პისტონსის დამარცხებით (4 მოგება - 1 წაგება). ამ დროს უორიორსში თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც იყვნენ პოლ არიზინი, ტომ გოლა, და ნეილ ჯონსტონი. 1959 წელს გუნდმა კონტრაქტი გააფორმა უილტ ჩემბერლენთან. იგი ექვსჯერ იყო ლიდერი გუნდისა თავის შედეგიანობით. მან სწრაფად დაამხო NBA-ს რეკორდები და სამუდამოდ შეცვალა კალათბურთის თამაშის სტილი. 1962 წლის 2 მარტს, უორიორსის საშინაო თამაშში ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ, რომელიც იმართებოდა ნეუტრალ კორტზე ჰერშეიში, პენსილვანია, ჩემბერლენმა პირად ანგარიშზე მიიწერა 100 ქულა. NBA-ს ეს რეკორდი დღემდე ხელშეუხებელია.[6]

1962–1971: სან ფრანცისკო უორიორსი

1962 წელს ფრანკლინ მიულმა შეიძინა გუნდის სამფლობელო წილი და გადაიყვანა სან ფრანცისკოში, სადაც ისინი სან ფრანცისკო უორიორსის სახელით გამოდიოდნენ. მათ საშინაო არენას ძირითადად დალი სიტიში მდებარე ქოუ პალასი წარმოადგენდა 1962-1964 წლებში, ხოლო შემდეგ, 1964-66 წლებში - სან ფრანცისკოს სამოქალაქო აუდიტორია. გუნდი ასევე ატარებდა საშინაო თამაშებს ახლო ქალაქებში, ოუკლენდსა და სან ხოსეში.

1963-64 წლის სეზონის წინ უორიორსმა შეიძინა იმ დროის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე ნეით თურმონდი, ჩემბერლენთან ერთად სათამაშოდ. უორიორსმა ამ სეზონში მოიგო დასავლეთ დივიზიონი, მაგრამ დამარცხდა ბოსტონ სელტიკსთან ფინალში (4 წაგება - 1 მოგება). 1964-65 წლის სეზონში უორიორსმა ფილადელფია სიქსერსში გაუშვა ჩემბერლენი, მათგან კი კონი დირკინგი, ლი შაფერი, პოლ ნეუმანი და 150 000 $ მიიღო. ამის შემდეგ მათ ამ სეზონში მხოლოდ 17 თამაში მოიგეს. 1965 წელს უორიორსმა შეიძინა რიკ ბარი, რომელიც გახდა 1966 წელს NBA-ს წლის ახალბედა. ამის შემდეგ იგი გახდა გუნდის ლიდერი. მან 1966-67 წლის სეზონში გუნდი მიიყვანა კიდეც NBA ფინალებამდე, მაგრამ უორიორსი დამარცხდა ჩემბერლენის ახალ გუნდთან, ფილადელფია სიქსერსთან.

ბარი აღაშფოთა იმ ფაქტმა რომ მას არ გადაუხადეს ბონუსი თავისი თამაშისთვის. მან 1967-68 წლის სეზონში დატოვა სან-ფრანცისკო და ხელშეკრულება გააფორმა ოუკლენდ ოაკსთან, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის გუნდთან. 4 სეზონის შემდეგ, 1972 წელს, რიკ ბარი მაინც დაუბრუნდა უორიორსს. ბარის არყოფნის პერიოდში გუნდმა ვერ მოიგო ვერანაირი ტიტული. ამ პერიოდში უორიორსის ლიდერები იყვნენ თურმონდი, ჯეფ მულინსი და რუდი ლა რუსო. 1966 წელს ოუკლენდ კოლიზეუმ არენის გახსნის შემდეგ უორიორსმა ძირითადად საშინაო თამაშების ჩატარება აქ დაიწყო. 1970-71 წელს გუნდმა დაასრულა მოღვაწეობა სან ფრანცისკო უორიორსის სახელით.

1971-1978

უორიორსის საჩემპიონო ბანერი 1974-75

1971-72 წლის სეზონის წინ გუნდმა მიიღო ახალი სახელი, გოლდენ სტეიტ უორიორსი. გუნდმა ამ სეზონში თითქმის ყველა თამაში ოუკლენდში ჩაატარა, რამდენიმე - სან დიეგოში, მაგრამ აღარცერთი - სან ფრანცისკოში. 1972 წელს ოუკლენდ არენა გახდა გუნდის ერთადერთი საშინაო არენა.

1971 წლიდან 1977 წლამდე, გარდა 1974 წლისა, გუნდი ყოველ წელს გადიოდა პლეიოფში და 1974-75 წელს მოიგო კიდეც NBA ჩემპიონატი. როგორც ბევრი მიიჩნევს ეს იყო ყველაზე დიდი სენსაცია NBA-ის ისტორიაში. უორიორსმა არა მხოლოდ დაამარცხა იმდროინდელი გრანდი ვაშინგტონ ბულეტსი, არამედ გაანადგურა კიდეც ისინი, მხოლოდ 4 მატჩში. ამ პერიოდში გუნდის მწვრთნელი ალ ატლესი იყო, ხოლო ძირითადი ლიდერები რიკ ბარი, რომელიც გახდა კიდეც ამავე სეზონის ფინალების MVP, ჯამალ ვილკსი და ფილ სმიტი.[7]

1978-1987

ისეთი მოთამაშეების დაკარგვამ როგორებიც ბარი, ვილკსი და თურმონდი იყვნენ, უორიორსი იძულებული გახადა ებრძოლა, რომ დარჩენილიყო კონკურენტუნარიან გუნდად 1978-1987 წლებში.

სქოლიო

  1. Golden State Warriors Unveil New Logo, Color Scheme And Branding Elements. Golden State Warriors (June 17, 2010). ციტირების თარიღი: June 17, 2010.
  2. Golden State Warriors Reproduction Guideline Sheet. NBA Media Central (March 21, 2014). ციტირების თარიღი: May 3, 2015.
  3. McCauley, Janie (April 14, 2016). „Curry shoots Warriors to 73rd win, breaking Bulls' mark“. National Basketball Association. Associated Press. ციტირების თარიღი: April 14, 2016.
  4. (1994) The Official NBA Basketball Encyclopedia. Villard Books, გვ. 29. ISBN 0-679-43293-0. 
  5. (1994) The Official NBA Basketball Encyclopedia,. Villard Books, გვ. 33. ISBN 0-679-43293-0. 
  6. Chamberlain scores 100 in 1962 game versus Knicks. National Basketball Association (March 2, 2013). ციტირების თარიღი: May 3, 2015.
  7. Rick Barry Bio. National Basketball Association (May 3, 2015). ციტირების თარიღი: May 3, 2015.

Read other articles:

Andi Muawiyah Ramly Anggota Dewan Perwakilan Rakyat Republik IndonesiaPetahanaMulai menjabat 1 Oktober 2019Daerah pemilihanSulawesi Selatan IIMasa jabatan20 Maret 2013 – 30 September 2014Pengganti Antar Waktu PendahuluEffendy ChoiriePenggantiPetahanaDaerah pemilihanJawa Timur X Informasi pribadiLahir10 Oktober 1957 (umur 66)Watampone, Sulawesi, IndonesiaPartai politikPartai Kebangkitan BangsaSuami/istriA. Hadijah PanditaAnak3Alma materIAIN Sunan KalijagaUniversitas Krisnad...

 

 

Ajwa TVDiluncurkan29 Oktober 2020; 3 tahun lalu (2020-10-29)JaringanMatrix TV (2020–2021)Nex Parabola (2020–sekarang)PemilikSurya Citra Media (via IEG)SloganCermin Indahnya IslamNegaraIndonesiaBahasaBahasa IndonesiaKantor pusatSCTV Tower, Senayan City, Jl. Asia Afrika Lot 19, Tanah Abang, Jakarta PusatSaluran seindukSCTV (2020–sekarang)Indosiar (2020–sekarang)Moji (2020–sekarang)Champions TV (2020–sekarang)Mentari TV (2021–sekarang)Ketersediaan SatelitTelkom-4 (gratis)3900/...

 

 

Bedakan dengan henti jantung dan gagal jantung, kondisi medis yang sama sekali berbeda Artikel ini memberikan informasi dasar tentang topik kesehatan. Informasi dalam artikel ini hanya boleh digunakan untuk penjelasan ilmiah; bukan untuk diagnosis diri dan tidak dapat menggantikan diagnosis medis. Wikipedia tidak memberikan konsultasi medis. Jika Anda perlu bantuan atau hendak berobat, berkonsultasilah dengan tenaga kesehatan profesional. Serangan jantungJantungInformasi umumSpesialisasiKardi...

NeuroblastomaBentuk tampilan neuroblastoma menggunakan mikroskopInformasi umumSpesialisasiOnkologiPenyebabMutasi Genetik[1]Aspek klinisGejala dan tandaNyeri tulang, pembengkakan[1]Awal munculDibawah usia 5 tahun[1]DiagnosisBiopsi[1]PerawatanObservasi, pembedahan, radiasi, kemoterapi[1]Distribusi dan frekuensiPrevalensi1 diantara 7,000 anak [3]KematianMenyebabkan 15% kematian anak yang disebabkan oleh kanker.[2] Neuroblastoma adalah salah...

 

 

عبد الرزاق الحسين معلومات شخصية الميلاد 15 سبتمبر 1986 (العمر 37 سنة)حلب الطول 1.85 م (6 قدم 1 بوصة) مركز اللعب وسط الجنسية سوريا  المسيرة الاحترافية1 سنوات فريق م. (هـ.) 2003–2006 الحرية ? (?) 2006–2010 الجيش ? (?) 2010–2011 الكرامة 14 (3) 2011–2012 التعاون 16 (1) 2012 أربيل 18 (4) 2012–2013 دبا الفجيرة 13 ...

 

 

This article includes a list of references, related reading, or external links, but its sources remain unclear because it lacks inline citations. Please help improve this article by introducing more precise citations. (November 2021) (Learn how and when to remove this template message) The Military ranks of the Italian Social Republic were the military insignia used by the National Republican Army of the Italian Social Republic. The ranks were essentially the same as the military ranks of th...

Chemical compound CiticolineClinical dataTrade namesNeurocolineOther namesCytidine diphosphate cholineAHFS/Drugs.comInternational Drug NamesRoutes ofadministrationoralATC codeN06BX06 (WHO) Legal statusLegal status US: OTC Pharmacokinetic dataBioavailability90% oralExcretionrespiration (as CO2) and urineIdentifiers IUPAC name 5'-O-[hydroxy({hydroxy[2-(trimethylammonio)ethoxy]phosphoryl}oxy)phosphoryl]cytidine CAS Number987-78-0 YPubChem CID11583971ChemSpider13207 NUNII...

 

 

Синелобый амазон Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеНадкласс:ЧетвероногиеКлада:АмниотыКлада:ЗавропсидыКласс:Пт�...

 

 

Division 2 1986-1987 Competizione Ligue 2 Sport Calcio Edizione 48ª Organizzatore LFP Luogo  Francia Partecipanti 36 Risultati Vincitore  Montpellier(3º titolo) Promozioni  Niort Montpellier Cannes Retrocessioni  Amiens Red Star Limoges Thonon Bourges Béziers Statistiche Miglior marcatore Toni Kurbos Gaspard N'Gouete Incontri disputati 612 Gol segnati 1 495 (2,44 per incontro) Cronologia della competizione 1985-1986 198...

PT Industri Telekomunikasi Indonesia (Persero)JenisBadan usaha milik negaraIndustriTeknologi informasiDidirikan30 Desember 1974; 49 tahun lalu (1974-12-30)KantorpusatBandung, Jawa BaratWilayah operasiIndonesiaTokohkunciEdy Witjara[1](Direktur Utama)Unggul Priyanto[1](Komisaris Utama)JasaManufaktur dan perakitan peralatan telekomunikasiLayanan terkelolaDigitalisasiIntegrasi sistemPendapatan Rp 371,731 milyar (2021)[2]Laba operasi Rp -50,538 milyar (2021)[2]...

 

 

イスラームにおける結婚(イスラームにおけるけっこん)とは、二者の間で行われる法的な契約である。新郎新婦は自身の自由な意思で結婚に同意する。口頭または紙面での規則に従った拘束的な契約は、イスラームの結婚で不可欠だと考えられており、新郎と新婦の権利と責任の概要を示している[1]。イスラームにおける離婚は様々な形をとることができ、個�...

 

 

Truck race at Atlanta Motor Speedway Georgia 200 redirects here. For the spring Truck race, see Georgia 200 (spring). E-Z-Go 200NASCAR Craftsman Truck SeriesVenueAtlanta Motor SpeedwayLocationHampton, Georgia, United StatesCorporate sponsorE-Z-GoFirst race2005Last race2008Distance200.20 miles (322.19 km)Laps130Previous namesEasyCare Vehicle Service Contracts 200 (2005–2007)E-Z-Go 200 (2008)Most wins (driver)Kyle Busch (2)Most wins (team)Billy Ballew Motorsports (2)Most wins (manufactur...

United States tax codes Breakdown of revenues for US Federal Government in 2023 This article is part of a series onTaxation in the United States Federal taxation Alternative minimum tax Capital gains tax Corporate tax Estate tax Excise tax Gift tax Generation-skipping transfer tax Income tax Payroll tax Internal Revenue Service (IRS) Internal Revenue Code (IRC) IRS tax forms Revenue by state History Constitutional authority Taxpayer standing Court Protest Evasion Resistance State and local ta...

 

 

Amélie Beaury-SaurelLahirAmélie Beaury1849 (1849)Barcelona, SpanyolMeninggal30 Mei 1924(1924-05-30) (umur 74–75)KebangsaanPrancisDikenal atasLukisan Amélie Beaury-Saurel (19 Desember 1849 – 30 Mei 1924) adalah seorang pelukis Perancis terkenal untuk potret. Life and career Lahir di Barcelona sebagai Amélie Beaury, ia menambahkan Saurel ke namanya sebagai pengakuan atas keluarga ibunya yang dapat melacak garis keturunan mereka hingga kaisar Bizantium pada abad ...

 

 

السينما المغربيةعدد شاشات العرض68 (2011)[1] • لكل نسمة0.2 لكل 100,000 (2011)[1]الموزّعون الأساسيونميغاراماMagreb Modern Films[2]فئات الأفلام المُنتَجة (2011)[3]خيال23تحريك-وثائقي1عدد التذاكر المُباعَة (2012)[5]الإجمالي2,011,294 • لكل نسمة0.08 (2010)[4]الأفلام المحلية6...

Rugby league and union player and coach Andrew Farrell redirects here. For other uses, see Andrew Farrell (disambiguation). Rugby playerAndy FarrellFarrell in 2020Full nameAndrew David FarrellDate of birth (1975-05-30) 30 May 1975 (age 49)Place of birthWigan, EnglandHeight1.93 m (6 ft 4 in)Notable relative(s)Owen Farrell (son)Phil Farrell (brother)Liam Farrell (cousin)Connor Farrell (cousin)Sean O'Loughlin (brother-in-law)Rugby league careerPosition(s) Loose forward, S...

 

 

Type of motorcycle Rat bikes at the UK Rat and Survival Bike rally, 2005 Rat bikes are motorcycles that have fallen apart over time and have been kept on the road and maintained for little or no cost by employing kludge fixes and improvised repairs, with little or no consideration given to appearance.[1][2] Rat-Look bikes are motorcycles that have been deliberately styled to look like ratbikes. Survival bikes, often confused with rat bikes, may look similar but are different i...

 

 

This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Museum of Contemporary Art, University of São Paulo – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2022) (Learn how and...

Comics character Ma HunkelMa Hunkel as seen in Justice Society of America #23 (March 2009).Art by Jerry Ordway.Publication informationPublisherDC ComicsFirst appearanceAs Ma Hunkel:: All-American Comics #3 (June 1939)As Red Tornado::All-American Comics #20 (November 1940)Created bySheldon MayerIn-story informationAlter egoAbigail Mathilda Ma HunkelTeam affiliationsJustice Society of AmericaJustice LeagueAll-Star SquadronNotable aliasesRed TornadoAbilitiesGreat cookSurprising physical strength...

 

 

Avril LavigneAlbum studio karya Avril LavigneDirilis1 November 2013; 10 tahun lalu (2013-11-01)Direkam2011-13GenreRock, Pop rock, Pop Punk, Power PopDurasi46:06LabelEpicProduserMartin Johnson, Avril Lavigne, Chad Koeger, David Hodges, Peter Svensson, L.A Reid, Matt Squire, Brandon Paddock, Kyle Moorman, Chris Baseford, Rickard B GöranssonKronologi Avril Lavigne Goodbye Lullaby (2011)Goodbye Lullaby2011 Avril Lavigne (2013) Singel dalam album Avril Lavigne Here's To Never Growing UpD...