გოიგოლის ტბა (აზერ. Göygöl — ცისფერი ტბა) — ტბა მუროვდაღის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, აზერბაიჯანში. მდებარეობს ქალაქ განჯასთან ახლოს,[1] ზღვის დონიდან 1566 მ სიმაღლეზე.[2] ერთ-ერთი ულამაზესი მთის ტბა. ფართობი 0,78 კმ., საშუალო სიღრმე 30 მ, უდიდესი — 93 მ.[3]
გოიგოლის ტბის რაიონი ცნობილია მშრალი ზამთრითა და რბილი და თბილი ზაფხულით. ნალექები 600-900 მმ წელიწადში. გაჩნდა 1139 წლის 25 სექტემბერს,[4] მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ზვავისაგან მდინარე აღსუს შეგუბებით. გოიგოლი თავისი განსაკუთრებული სილამაზის გამო არაერთხელ გახდა რომანების, ლექსებისა და მუსიკალური ჯგუფების შთაგონების წყარო.[5][6]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
ლიტერატურა