გიორგი მიქაუტაძე 2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად; 2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2010 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად; 2012 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2015-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. [1]