გივი ჭელიძე |
---|
დაბადების თარიღი |
1929 |
---|
ეროვნება |
ქართველი |
---|
საქმიანობა |
ჟურნალისტი |
---|
ჯილდოები |
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი |
გივი ჭელიძე (დ. 1929) — ქართველი ჟურნალისტი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1929 წელს. დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში, გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში. სხვადასხვა წლებში იყო გაზეთ: „მაცნეს“, „ერქვანის“, „რეფორმის“ რედაქტორი. გაზეთ „თბილისის“ რედაქციაში მუშაობდა განყოფილების გამგედ, 1985-1988 წლებში.
1988 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა (ახლანდელი ფედერაციის) კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან — ჟურნალ „ჟურნალისტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი; ჟურნალისტური კლუბის „საფიხვნოს“ პრეზიდენტი. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი სცენარების მხიედვით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები, მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო.
ჯილდოები
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში