გივი ალექსის ძე ანჩაბაძე (დ. 26 აპრილი, 1933) — აფხაზი საბჭოთა სახელმწიფო მოხელე. სკკპ წევრი (1962). აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს სსრ-ის X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
გივი ალექსის ძე ანჩაბაძე დაიბადა 1933 წლის 26 აპრილს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1957-1976 წლებში მუშაობდა ქარხანა „ცენტროლიტის“ ინჟინერ-ტექნოლოგად, ლაბორატორიის უფროს ინჟინერ-მკვლევარად, ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის მოადგილედ, საამქროს უფროსის მოადგილედ, მთავარ დისპეჩერად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ, პარტკომის მდივნად, მთავარ ინჟინრად, დირექტორად. 1976-1980 წლებში იყო პარტიის ქ. თბილისის ლენინის რაიკომის პირველი მდივანი, 1980-1983 წლებში — სკკპ ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი, 1983-1989 წლებში საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
1985 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი და ბიუროს წევრი, 1989 წლის ივლისიდან — საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი, 1989 წლის 22 ივლისიდან — 1990 წლის 24 აგვისტომდე[1] აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
გივი ანჩაბაძე იყო საქართველოს სსრ-ის X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ლიტერატურა
- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №137 (13003), 25 ივლისი, 1989
სქოლიო
- ↑ газ. «Советская Абхазия», №163 (18560), 25 августа, 1990