გვადალახარა — ქალაქი ესპანეთში, გვადალახარის პროვინციის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ენარესის ნაპირზე. მოსახლეობა 85871 ადამიანი (2019). 1937 წელს გვადალახარასთან ესპანეთის რესპუბლიკურმა ჯარებმა გაანადგურეს ფაშისტური იტალიის ჯარები, რომლებიც მადრიდს უტევდნენ.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო