1925 წლის გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნები იყო რაიხსპრეზიდენტის პირველი პირდაპირი არჩევნები. პირველი პრეზიდენტი ფრიდრიხ ებერტი 1925 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა. ებერტი არაპირდაპირი გზით იყო არჩეული ნაციონალური ასამბლეის მიერ, მაგრამ ვაიმარის კონსტიტუციის მიხედვით შემდეგი პრეზიდენტი მოსახლეობას უნდა აერჩია. ორი ტურის შემდეგ პაულ ფონ ჰინდენბურგი გერმანიის მეორე პრეზიდენტი გახდა.
საარჩევნო სისტემა
ვაიმარის რესპუბლიკის დროინდელი კანონმდებლობის მიხედვით თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებდა ხმების აბსულუტურ უმრავლესობას (ე. ი. ნახევარზე მეტს), ინიშნებოდა მეორე ტური, სადაც კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებდა პრეზიდენტი ხდებოდა. მეორე ტურში დაშვებული იყო ალტერნატიული კანდიდატის ნომინირება.
შედეგები