გერერო — მექსიკის შტატი, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო ზოლში. შტატს უკავია მთლიანი ქვეყნის ფართობის 3,3%. შტატს სახელი ეწოდა მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გმირის, ქვეყნის მეორე პრეზიდენტის – გენერალ ვისენტე გერეროს პატივსაცემად. 2003 წლისთვის, შტატის მოსახლეობა შეადგენდა 3 167 400 კაცს.
შტატის დედაქალაქია ჩილპანსინგო-დე-ლოს-ბრავო. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: აკაპულკო, პეტატლანი, იგუალა, ტაქსკო, სიუატანეხო.
გერეროს მოსახლეობის უმეტესობა ადგილობრივი ინდიელია. გერეროში ყველაზე გავრცელებული ენებია ნაუატლი (38,9%), მიჩტეკო (27%), თლაფანეკო (21,9%) და ამუსო (7,9%). ესპანური შტატის მოსახლეობის მხოლოდ 4,3 პროცენტისათვის არის მშობლიური. იმ ინდიელთაგან კი, ვინც ადგილობრივ ენებზე საუბრობენ, მხოლოდ 29% ფლობს ესპანურს.
გერერო ტურიზმის თვალსაზრისით საკმაოდ მიმზიდველ შტატს წარმოადგენს. აქ გამოყოფენ სამ მნიშვნელოვან ტურისტულ არეალს, ე.წ. „მზის სამკუთხედს“. პირველი მათგანია აკაპულკო, მეორე – ტაქსკო, კოლონიური ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი ვერცხლის ომით და მესამე – იქსტაპა, იგივე სიუატანეხო.
რესურსები ინტერნეტში