გელა ინალიშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1966, გალი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი.
მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 1994 წლის 11 ივნისს ამხანაგურ მატჩში.[1]
მან ითამაშა კიდევ ორი ამხანაგური და ექვსი ოფიციალური თამაში 1996 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.[2][3][4] მისი ბოლო მატჩი იყო 1998 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის წინააღმდეგ.[5]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო