მომდევნო 1966 წლიდან გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ა“ კლასის მეორე ჯგუფის პირველ ქვეჯგუფში აგრძელებს ასპარეზობას. მიმდინარე სეზონში გარი ქიქავა 32 მატჩში იღებს მონაწილეობას და 9 გოლის გატანას ახერხებს. 1967 წლის იმავე „ა“ კლასის მეორე ჯგუფის პირველობაზე 35-ჯერ ირგებს გუნდის მაისურს და შვიდჯერ იღებს მეტოქეთა კარს.
1967–1968 წლებში თბილისის „დინამოს“ რიგებშია, სადაც „ა“ კლასის პირველი ჯგუფის გათამაშების 11 კალენდარული შეხვედრის გარდა — 5 საერთაშორისო მატჩში გამოდის მოედანზე.
1969–1970 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს (53 მატჩი, 5 გოლი).
1971 წლიდან ბათუმის „დინამოს“ უბრუნდება და მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში მის შემადგენლობაში აგრძელებს თამაშს. სათამაშო კარიერას 1975 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.