გარეჯის სერი, უდაბნოს ქედი — დაბალი სუბგანედური სერი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ივრის ზეგანზე. სიგრძე 10–11 კმ. უმაღლესი წერტილია მთა უდაბნო (879 მ, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი), რომლის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს ქართული სამონასტრო კომპლექსი დავითგარეჯა. ანტიკლინური ასიმეტრიული ქედია.[2] ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, ზოგან ფლატეებიანი, სამხრეთი — შედარებით დამრეცი. აგებულია ნეოგენური (მეოტური და პონტური) კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხნარებით. ჩრდილოეთი კალთა შემოსილია ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. გარეჯის სერზე და მიმდებარე ტერიტორიაზე იზრდება გარეჯის სალბი (Salvia garedji), რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი გავრცელების მცირე არეალის და მისი სავარაუდო შემცირების მიზნით.[3]
სქოლიო